"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ შოთა გოგიბერიძე დაინიშნა.
გოგიბერიძის ინფორმაციით, პარტიამ საქმიანობა უკვე განაახლა.
შოთა გოგიბერიძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე "პატრიოტთა ალიანსის" წარდგინებით ოზურგეთის მერობისთვის იბრძოდა, მანამდე კი კოალიცია "ქართული ოცნებაში" შემავალი სუბიექტის ეროვნული ფორუმის თავმჯდომარე იყო ოზურგეთში.