ამ წუთებში ოზურგეთის სასამართლოს მოსამართლე ბიძინა სტურუა ვახტანგ ზენაიშვილის საქმეზე განაჩენის გამოსატანად გავიდა.
სასამართლო პროცესზე იმყოფებოდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურისტი შოთა ჩაგუნავა, გამგებლის ყოფილი მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილი და მისი ადვოკატი გიორგი ზარნაძე.
ზენაიშვილის ადვოკატმა შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს და მოწმის სტატუსით მოითხოვა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ურუშაძის, გამგეობის თანამდებობის პირების ლევან ჩხაიძის, გიორგი ნაჭყებიას და ნუგზარ ცინცაძის დაკითხვა.
ზენაიშვილის განმარტებით, 2015 წლის 21 მაისს გამგებელთან შეხვედრის დროს ჩხაიძე და ნაჭყებია კაბინეტში იმყოფებოდნენ და მათ მოისმინეს მისი გათავისუფლების მიზეზები.
„ასევე ეს პირები დადასტურებენ, იმას რომ 2 წლის განმავლობაში პირნათლად ვასრულებდი დაკისრებულ მოვალეობას.
21 მაისს ჩემს კაბინეტში შემოვიდა ლევან ჩხაიძე და მითხრა, რომ გამგებელთან შევსულიყავი. ამ დროს ოთახში შემოვიდა ნაჭყებია. სწორედ ამ პირებთან ერთად მითხრა ზაზა უტრუშაძემ, რომ ან უნდა დამეტოვებინა თანამდებობა ან პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატები.“
ურუშაძემ ასევე მითხრა, რომ 20 მაისს ის დაიბარეს გურიის გუბერნიაში. ამ საიდულო შეხვედრაზე მოთხოვეს ჩემი გათავისუფლება. მითხრა ისიც, რომ შვიდმა კაცმა ხელი მირტყა მაგიდაზე, რატომ არის თანამდებობაზეო. ურუშაძემ დაამატა, რომ ჩვენ ვართ მეობრები და მეგობულად გთხოვ, ან უნდა დატოვო პარტია ან თანამდებობაო.“- ამბობს გამგებლის ყოფილი მოადგილე.
მოსამართლე ბიძინა სტურუამ ვახტანგ ზენაიშვილის ადვოკატის შუამდომლობის დაკმაყოფილება არ ჩათვალა საჭიროდ. აქედან გამომდინარე, ზაზა ურუშაძეს და სხვებს დასწრება აღარ მოუწიათ სასამართლოზე.
შოთა ჩაგუნავას თქმით, გამგებელმა კანონის სრული დაცვით მიიღო გადაწყვეტილება და თანამდებობოდან გაათავისუფლა ვახტანგ ზენაიშვილი.
ზენიშვილის თქმით, გამგებელმა ვერ განმარტა მის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილების მოტივი და თვლის, რომ იყო ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება.