ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გასულ კვირას, პოლონეთის ელჩი ურსულა დოროშევსკა არასამთავრობო ორგანიზაციის, საჯარო სკოლის წარმომადგენლებს და საჯარო მოხელეებს შეხვდა. დარბაზში ქალბატონები სჭარბობდნენ _ ელჩს სწორედ სუსტი სქესის წარმომადგენლებისგან უნდოდა, მოესმინა, თუ როგორ აქტიურად იყვნენ ისინი საზოგადოებრივ საქმეებში ჩართულები. ურსულა დოროშევსკას თქმით, ქალბატონების აქტიურობა დღევანდელ ცხოვრებაში აუცილებელი და მეტად მნიშვნელოვანია.
ოზურგეთელმა პედაგოგებმა ელჩს შესთავაზეს, შეემუშავებინათ გაცვლითი პროგრამა, რათა გასცნობოდნენ პოლონეთის სკოლებში მუშაობის პრინციპებს. ასევე, კარგი იქნებოდა ამ ორი ქვეყნის სკოლების დამეგობრება.