საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშილი ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მან გუშინ გააკეთა, ამბობს რომ პროკურატურის მიერ ობიქტური გამოძიების იმედი არ აქვს.
" არ მაქვს ობიექტური გამოძიების იმედი. აქ გამოყენებული უნდა იყოს საპარლამენტო ფორმატი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მედიის წარმომადგენელი ამბობს, რომ მის პირად ცხოვრებას ეხებიან.
თუნდაც ეკა მიშველაძის განცხადება გავიხსენოთ. შეგახსენებთ, რომ კამპანია "ეს შენ გეხება" აქტიურად საუბრობდა 2012 წლის შემდეგაც, იმაზე რომ ისევ გვისმენენ. თუმცა ამას საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება მოყვა.
როგორც ვხედავთ, არის შემთხვევები და თუ დაჭირდა, ამ მეთოდებს სახელმწიფო ისევ იყენებს. ყოველ შემთხვევაში , ამის ეჭვი განცხადებებმა გააჩინა, და რომ ეს ასე არ არის, მტკიცების ტვირთი სახელმწიფოზეა"– განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა "გურია ნიუსთან."