თუ ჩვენი სარჩელი დაკმაყოფილდება, მზად ვართ, ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან ვისაუბროთ, – ასე პასუხობს ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია დავით დვალის დღევანდელ ინტერვიუს.
"თუ ვინმეს რაიმე პრენტეზია აქვს ხალვაშთან, წილებთან ან გარიგებებთან მიმართებაში, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდება, მზად ვართ ნებისმიერი მხარის პოზიცია მოვისმინოთ. ან სასამართლოს კარი ყველა მსურველთათვის ღიაა," – განაცხადამ სალიამ.
შეგახსნებეთ, რომ დავით დვალმა "ნეტგაზეთისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გადაწყვეტილი არ აქვს მოითხოვს თუ არა თავის წილს რუსთავი 2-დან. ის ამბობს, რომ კომპენსაციას სამართლიანობის აღდგენა ურჩევნია. ხალვაშთან მოლაპარაკებას კი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ აპირებს.