გოგი თოფაძე ახლა ასაკშია, 75 წელს გადააჭარბა და ზოგჯერ აქვს წამოცდენები, კარგი კაცია და შეიძლება, ვაპატიოთ, _ ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადა.
მისი თქმით, კოალიციაში შემავალ პარტიებს ერთნაირი იდეოლოგია და ხედვა აქვთ, მათ შორის – გოგი თოფაძეს და თამაზ ტყემალაძეს.
"ტყემალაძეს რას ერჩით? კარგი კაცია. თოფაძეს აქვს წამოცდენები. გოგი კარგი კაცია და შეიძლება, ვაპატიოთ. ახლა ასაკშია, 75-ს გადააჭარბა და არა უშავს, ზოგჯერ წამოცდენები აქვს, მაგრამ მას არა აქვს საპირისპირო აზრი. თუ გნებავთ ჩაეკითხეთ, მოსწონს თუ არა ევროატლანტიკური ინტეგრაცია", _ განაცხადა ივანიშვილმა.






























































