ცენტრალური საარჩევნო კომისია 12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
როგორც ცოტა ხნის წინ, ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, 12:00 საათის მდგომარეობით, საგარეჯოში არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 12,7 პროცენტმა, მარტვილში 12,7 პროცენტმა. დმანისში 7,2 პროცენტმა, ვანში 21 პროცენტმა, ხობში 20,1 პროცენტმა.
ცესკო-ს სპიკერის ანა მიქელაძის თქმით, ეს არის საკმაოდ ნორმალური აქტივობა.
როგორც მიქელაძემ აღნიშნა, 20:00 საათამდე ამომრჩეველს დრო აქვს უბნებზე მისასვლელად.
ცესკო-ს ინფორმაციით, საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში ყოველგვარი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.