ქარელის რაიონის სოფელ დვანში კიდევ 2 ქართველი დააკავეს. კუკური მაჭახაშვილისა და დავით მინდიაშვილის დაკავება ე.წ. საზღვრის უკანონონო გადაკვეთის ბრალდებით დღეს მოხდა.
როგორც თანასოფლელები და ოჯახის წევრები ყვებიან, დაკავებულები საქონელს მწყემსავდნენ სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე და მათ ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავთ, რადგან სასაზღვრო ზოლი შემთხვევის ადგილზე მთლიანად მავთულხლართებით არის შემოღობილი.
კუკური მაჭახაშვილი და დავით მინდიაშვილი, სავარაუდოდ, ცხინვალის ციხეში ჰყავთ გადაყვანილი. ამ დრომდე დაკავებულების ოჯახს არავინ დაკავშირებია.