გირჩი ყველგან არის, სოფელშიც და ქალაქშიც _ ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ახალი პოლიტიკური ცენტრის _ "გირჩის" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, გოგა ხაჩიძემ პარტიის სახელწოდების განმარტებისას განუცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკური ცენტრის სახელწოდება მისი წარმომადგენლების ერთობლივი იდეაა.
"გირჩი ასოცირდება სიახლესთან, მარადმწვანესთან, საწყისთან. ის არის განახლების სიმბოლო. მრავალმხრივი განშტოება აქვს, მაგრამ ერთი ერთობლიობაა. ყველგან არის გირჩი – ქალაქშიც, სოფელშიც", – განაცხადა გოგა ხაჩიძემ.