https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

    რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

    რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“კედელზეც მიმაყენეს, ავტომატებით იყვნენ შეიარაღებულები…”

15:12; 17.12.2010
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

 

_ ბატონო იური, მოდით, თქვენთან საუბარი ბავშვობიდან დავიწყოთ. როგორი ბავშვი იყავით?
_ სანამ ბავშვობაზე მოგიყვები, იმას გეტყვი, რომ “კარენნოი” ლანჩხუთელი ვარ. 1945 წლის 16 აპრილს აქ დავიბადე…
_ ანუ მაშინ, როდესაც საბჭოთა ჯარები ბერლინს უტევდნენ…
_ ასეა. ჰო, წეღან რა მკითხე?
_ როგორი ბავშვი იყავით,-მეთქი?
_ ცელქი ვიყავი, როგორც ყველა, მარა მთლად ისეთიც არა, ქვის სროლა რომ დამეწყო.
_ ხილის მოსაპარავადაც დადიოდით?
_ ხილის მეტი რა გვქონდა ოჯახში, მაგრამ ხომ იცი, მოპარულს სხვა გემო აქვს. ჩემი “კუტოკი” მქონდა შექმნილი, რომელშიც მე, აბელი გვარჯალაძე, თამაზ ურუშაძე, ვალტერ ჩხაიძე, ომარ გვარჯალაძე შევდიოდით.
_ მაგარი “საშიში ბანდა” შეგიქმნიათ. “კუტოკს” რა ერქვა?
_ ჩვენი ქუჩის სახელი. მაშინ სვერდლოვის ქუჩა ერქვა. სხვათა შორის, კარგი საფეხბურთო გუნდი გვყავდა და ბევრ გუნდს სისხლს ვუშრობდით.
#1 საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. ერთი შემთხვევა იყო, როცა სკოლიდან წამოვედი, კვალში ჩავვარდი და მელნით მთლიანად დავისვარე. სახლში რომ მივედი, მითხრეს, სკოლა ნამეტანი შორია და მაჩხვარეთის 4-წლიან სკოლაში გადამიყვანეს, მაგრამ პირველ სკოლაში მალევე დავბრუნდი.
_ სკოლის შემდეგ სწავლა სად გააგრძელეთ?
_ ტექნიკუმი წარჩინებით დავამთავრე და პირველი სამუშაოც გამოჩნდა. სოფტექნიკის ეზოში მაშინ მეტეოსადგური იყო და იქ გამიშვეს. შემდეგ ორი თვე თბილისში მომიხდა კურსებზე წასვლა და საბჭოთა არმიაშიც გამიწვიეს.
_ სად გაიარეთ სამხედრო სავალდებულო სამსახური?
_ გერმანიაში. პირველად ქალაქ ბელიცაში ჩაგვიყვანეს. ერთი წელი იქ ვიყავი, სამედიცინო ტექნიკური განათლება მივიღე. შემდეგ მაგდებურგში ვმსახურობდი, სადაც კრისტინა ფანესი გავიცანი.
_ ეს ვინ არის?
_ ალბათ, ჩემი გერმანული სიყვარულის ამბავი არ იცი! ამაზე მთელი რაიონი ლაპარაკობდა.
_ აბა, მომიყევით…
_ მოკლედ, ნაწილში ვარ და ჯარის ამხანაგებმა მითხრეს, ერთი ისეთი გოგო დავინახეთ, ნამდვილი ანგელოზიაო. დავინტერესდი. ჩვენი ნაწილის მოპირდაპირე მხარეს ბინები იყო და იქ ცხოვრობდა. გადავწყვიტე, გამეცნო.
_ გერმანული იცოდით?
_ გაგებაში არ ვიყავი.
_ აბა, როგორ ელაპარაკებოდით?
_ საქმეც მაგაშია. ხელებით რაღაც სიტყვები შევქმენით და ასე ვაგებინებდით ერთმანეთს, რაც გვინდოდა. მერე ისე მოვახერხე, რომ კრისტინას ოჯახში მოვხვდი და მისმა მშობლებმა კარგად მიმიღეს. მეუბნებოდა, დარჩი გერმანიაშიო, მაგრამ ეს მაშინ დაკარგვას ნიშნავდა. ამას ნამდვილად ვერ ვიზამდი და სამშობლოში დავბრუნდი. კრისტინა ჩემს გამო შევიდა უცხო ენების ინსტიტუტში რუსული განხრით.
_ ამის შემდეგ არ შეხვედრიხართ?
_ როგორ არა. წერილებს მიგზავნიდა და ვიზაც გამომიგზავნა. გადავწყვიტე გერმანიაში წავსულიყავი. მაშინ უკვე კომისარიატში ვმუშაობდი. ამიერკავკასიის სამხედრო შტაბმა უარი მითხრა. შემდეგ სსრკ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრო შევაწუხე და 1969 წლის ოქტომბერში მომცეს უფლება, წავსულიყავი. პასპორტში ეწერა, რომ ერთი თვით მივდიოდი დაოჯახების მიზნით. ოქტომბრის ბოლოს ბრესტში ჩავედი და იქედან გერმანიაში მატარებლით გავემგზავრე. როცა ჩავედი, კრისტინამ საქართველოში გამოყოლაზე უარი მითხრა. დარჩენა შემომთავაზა. როგორც ჩანს, კკბ-ს უკვე დამუშავებული ჰყავდა.
_ ვერ “მოიტაცეთ”?
_ სხვათა შორის, ჩემს გერმანიაში ყოფნას დაემთხვა ქართული კულტურის დღეები. კრისტინასთან ვარ სახლში და ტელევიზიით ამ ამბავს აჩვენებენ. ქართული ქორწილის სცენა აჩვენეს. მოკლედ, უკეთეს სიტუაციას ვერ ინატრებ კაცი, მაგრამ უარი მითხრა. ამ დროს ქალაქ ჰალეში ქართველი კალათბურთელები იყვნენ ჩამოსულები. სასტუმროში ქორქია და ინწკირველი ვნახე. მათ ვუთხარი ჩემს შესახებ. ქორქიამ მითხრა, _ კაცო ჩვენ აგერ ვართ, დაგეხმარებითო. თუმცა, ისე მოხდა, რომ გერმანიიდან მარტო ჩამოვედი. მოგვიანებით ჩემი მეუღლე და შვილები დაინტერესდნენ კრისტინას ბედით, მაგრამ ვერაფერი დავადგინეთ. წლების  წინ, ლანჩხუთში ჩამოვიდა იენის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელსაც რომან ბიწაძე შეხვდა. რომანმა იცოდა ჩემი ამბავი და იმ კაცს შემახვედრა. მან მითხრა, რომ ყველანაირად ეცდებოდა, მოენახა კრისტინა. სურათიც გავატანე, მისამართიც ვუთხარი. ცოტა ხნის წინ მისი წერილი მომივიდა გერმანიიდან, სადაც ეწერა, რომ კრისტინას დედას ტელეფონით დაკავშირებია, მაგრამ მისამართი არ მიუცია. როგორც გავიგე, გათხოვილია და მეუღლესთან ერთად პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა.
_ ბატონო იური, თქვით, რომ კომისარიატში მუშაობდით, როდესაც გერმანიაში წასვლა მოახერხეთ. სამხედრო პირი იყავით უკვე და ცოტა არ იყოს, მაშინდელი დროის გათვალისწინებით, დაუჯერებელია…
_ როცა უფლება მომცეს, წავსულიყავი, შვებულება ავიღე. გერმანიაში ისე წავედი, საქართველოს კომისარიატში არაფერი იცოდნენ.
_ კომისარიატში მუშაობა როდის დაიწყეთ?
_ ლანჩხუთის კომისარიატში ახალი შტატი შეიქმნა _ ზემდეგის თანამდებობის. მე უფროსი სერჟანტი ვიყავი და დამიძახეს. 1968 წლის თებერვალი იყო. შემდეგ ბაქოს სამხედრო სახმელეთო სასწავლებელი დავამთავრე ოფიცრის წოდებით და გამანაწილეს ბათუმში. იქ 5 წელი ვიმუშავე ქალაქის პირველი განყოფილების უფროსის მოადგილედ. ბათუმში ჩემი შრომა დაფასდა და ქალაქ სარატოვში გენერალური შტაბის სამობილიზაციო საშტატო კურსებზე გამიშვეს. კურსებზე ორი ქართველი ვიყავით, თანაც ორი კლასელი: მე და ლიუდიკ ხუხუნაიშვილი. 1977 წელს, ვანში კომისრის მოადგილედ გამიშვეს. მაშინ საქართველოს კომისარი იყო წარმოშობით ვანელი ლევან შარაშენიძე. იგი ხშირად დადიოდა ვანის კომისარიატში. იქ მან დაინახა ჩემი საქმისადმი ერთგულება და როცა ლანჩხუთში კომისრის ადგილი გათავისუფლდა, ამიერკავკასიის შტაბში წარმადგინეს, სადაც წინააღმდეგობას წავაწყდი.
_ რატომ?
_ მაშინ ასეთი წესი იყო, რომ კომისრად თავის რაიონში არ ნიშნავდნენ.
_ თქვენთვის გამონაკლისი დაუშვეს?
_ ჩემთვის გამონაკლისი კი არა, ექსპერიმენტი ჩაატარეს და ამიტომ გამომიშვეს ლანჩხუთში.
_ ლანჩხუთის კომისარი რამდენ ხანს იყავით?
_ 1982 წლიდან 1999 წლამდე.
_ არ მოდიოდნენ და არ გეუბნებოდნენ, ჩემი შვილი ჯარში არ წაიყვანოო?
_ აუჰ, ამის მეტი რა იყო, მაგრამ ის დავალება, რაც ზემოდან მოვიდოდა, უნდა შემესრულებინა.
_ ყველაზე მეტად ძნელი სად იყო წვევამდელის გაწვევა?
_ როცა კომისარი გავხდი, ავღანეთში პირველი ნაკადი უკვე წასული იყო. ვცდილობდით, რომ ავღანეთსა და ჩერნობილში გაწვევა აგვეცილებინა. ჩემი მეგობრების დახმარებით ლანჩხუთში გაწვევა ყველაზე ბოლოს ხდებოდა და პრაქტიკულად, ავღანეთის აცილება შევძელით. მაშინ სპეცსიები მოდიოდა. სამედიცინო კომისიის თავმჯდომარე გივი ჭანტურია იყო და მასთან ერთად ბევრი სასიკეთო საქმე გავაკეთეთ. როცა ჩერნობილის ტრაგედია დატრიალდა, იქაც უნდა გაგვეწვია ბიჭები. ისე მოვახერხე, რომ ბალტიისპირეთში გავუშვი. მაშინ იქ ქარხნები ააგეს, სადაც ჩერნობილში გასაგზავნი ცემენტი და რაღაცები კეთდებოდა, ანუ ჩერნობილისთვის მუშაობდნენ, მაგრამ უსაფრთხო ადგილას იყვნენ.
_ დეზერტირები თუ გყავდათ?
_ როგორ არა, მაგრამ მაშინ კანონი მკაცრი იყო. სამხედრო პროკურატურა ამოწმებდა გაწვევის კანონიერებას. კარგად ვმუშაობდით. ბევრი მადლობა დაგვიმსახურებია.
_ ბევრ კომისარს იცნობდით. სმაში თუ გიწევდნენ პაექრობას?
_ დალევაში არავის არასოდეს გავჯიბრებივარ. ისე, ბევრს ვსვამდი, ნაკლებად ვთვრებოდი. სხვათა შორის, კომისრების დანიშვნის დროს ითვალისწინებდნენ კანდიდატის დამოკიდებულებას ალკოჰოლის მიმართ. ლოთს ნამდვილად არ დანიშნავდნენ, არც ისეთს, ბოთლნახევარ ღვინოში რომ გააფრენდა. 10-15 კომისარი ვიყავით, ძირითადად დასავლეთ საქართველოდან, რომლებიც ერთმანეთთან ოჯახებით ვმეგობრობდით. ორ თვეში ერთხელ ერთმანეთს ოჯახებში ვხვდებოდით და მიდიოდა ქეიფი.
_ ყველაზე ცუდი პერიოდი როდის იყო?
_ ალბათ, სამოქალაქო ომის დროს. კომისარიატში ორჯერ შემოიჭრნენ და დაარბიეს _ იარაღს ეძებდნენ. მაგრამ ჩვენ არაფერი გვქონდა. კედელზეც მიმაყენეს, ავტომატებით იყვნენ შეიარაღებულები. რაღაც უვარგისი ბომბები გვქონდა და ის წაიღეს. მაშინ ჩვენი რაიონი პროცენტულად ყველაზე უფრო დაიჩაგრა _ 24 გარდაცვლილი გვყავდა.
_ როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ქართული არმია შეიქმნა. როგორი იყო საბჭოური წყობიდან ქართულზე გადასვლა?
_ როდესაც საქართველოში ეროვნული გვარდია შეიქმნა, ლანჩხუთის პრეფექტი მერაბ გოგუაძე იყო. მან კაბინეტში დამიბარა და მითხრა, რომ წვევამდელთა პირადი საქმეები შემექმნა და ქართულ არმიაში გაწვევა დამეწყო. მაშინ ყველა პირადი საქმე რუსულად გვქონდა შედგენილი. საკმაოდ ძნელი სამუშაოს ჩატარება მოგვიხდა, მაგრამ შევძელით. კომისარიატის ზედა სართულზე საბჭოთა სამხედრო კომისარი ვიყავი, ხოლო პირველ სართულზე ეროვნული გვარდიის სამხედრო კომისარი. მოკლედ, ერთდროულად ორი თანამდებობა მეჭირა. ქართულ არმიაში გასაწვევად 50-კაციანი გეგმა მოგვივიდა, 53 წვევამდელი გავიწვიეთ და გაწვევა პომპეზურად აღვნიშნეთ. მამა ანდრიამ ჯარისკაცები დალოცა, ყველას სანთელი ეჭირა ხელში. მთელ საქართველოში ლანჩხუთელები პირველები ვიყავით, ვინც დამოუკიდებელ ქართულ არმიაში წავედით. ეს ფაქტი დაფიქსირებულია _ ქართული არმიის ისტორია ლანჩხუთელი წვევამდელებით იწყება.
_ ლანჩხუთში კომისარიატის შენობა როდის გაკეთდა?
_ როცა კომისარი გავხდი, მაშინ შენობაში რედაქციის და სტამბის ნაწილი იყო განთავსებული. გადავწყვიტე, რომ შენობა გამეფართოვებინა. ასეც მოხდა. შენობა მთლიანად კომისარიატს დაეთმო და ჩემი მეგობრების დახმარებით დღევანდელი სახე მივეცით. თემურ გუგუნავა იყო რაიკომის მეორე მდივანი და ისიც გვეხმარებოდა. ყველაფერი ისე გავაკეთეთ, რომ სახელმწიფოსგან კაპიკი არ მოგვითხოვია. ძველ შენობას ახალი ნაწილიც, კლუბი და გარაჟი მივაშენეთ. იგი ჩვენს ქვეყანაში ალბათ, ერთ-ერთი ლამაზი გავხადეთ.
_ დასასრულ, ოჯახზეც გვითხარით. მეუღლე როგორ გაიცანით?
_ საკმაოდ საინტერესოდ _ კომისარიატის წინ მანქანაში ვზივარ. ის პერიოდია, როცა გერმანიიდან კრისტინას გარეშე დავბრუნდი. ვხედავ, ვიღაც მაღალი, ლამაზი გოგონა მოდის და დავიძახე, კრისტინა,-მეთქი. ნამდვილად ის მეგონა. მანქანაში ჩემთან ერთად მჯდომმა მომიგო, _ რა კრისტინა, მაგ გოგოს იმფერი პატრონი ჰყავს, ტყუილად ფიქრობო. უნდა გავიცნო,-მეთქი, _ მივუგე და ის ჩემი მომავალი მეუღლე ფლორიდა იმნაიშვილი აღმოჩნდა. ფლორიდა ქირურგიული განყოფილების მთავარი ექთანია. გვყავს სამი შვილი. ჩემი ცხოვრების საუკეთესო დრო შევალიე სამშობლოს სადარაჯოზე სამსახურს, აქედან, 21 წელი _ ჩემს მშობლიურ ლანჩხუთს. ამ წლების უკან დგას ჩემი კაცობა და სიყვარული ჩემი რაიონისა და ხალხის წინაშე. მეამაყება, რომ დავიბადე და გავიზარდე ლანჩხუთში. საჭიროების შემთხვევაში, მზად ვარ კვლავ ვემსახურო ჩვენს რაიონს და ქვეყანას.

 

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები  თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ

00:29; 21 იანვარი, 2026
საზოგადოება

დაკვამლიანება მეტროში – მატარებელი ხაზიდან მოხსნეს

22:53; 20 იანვარი, 2026
საზოგადოება

“თორნიკეს მასწავლებლებს თვალზე ცრემლი არ უშრებათ”_ ჭანჭათის სკოლა

22:49; 20 იანვარი, 2026
საზოგადოება

ხანძრის დროს სახლი დაიწვა

22:34; 20 იანვარი, 2026
საზოგადოება

“იზღუდება ყველა სახის საგზაო მოძრაობა”- რა ვითარებაა გუდაური-კობის მონაკვეთზე

20:47; 20 იანვარი, 2026

ბედნიერი ქვეყანა

"საჯარო მოხელეები სოციალურად დაუცველთა ხარჯზე ფუფუნებაში ცხოვრობენ"

ყველა სიახლე

საზოგადოება

ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები  თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ

0:29; 21.01.2026
საზოგადოება

დაკვამლიანება მეტროში – მატარებელი ხაზიდან მოხსნეს

22:53; 20.01.2026
საზოგადოება

“თორნიკეს მასწავლებლებს თვალზე ცრემლი არ უშრებათ”_ ჭანჭათის სკოლა

22:49; 20.01.2026
პოლიტიკა

დაუთი: მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე

22:44; 20.01.2026
საზოგადოება

ხანძრის დროს სახლი დაიწვა

22:34; 20.01.2026
საზოგადოება

“იზღუდება ყველა სახის საგზაო მოძრაობა”- რა ვითარებაა გუდაური-კობის მონაკვეთზე

20:47; 20.01.2026
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: ჩვენი მოლოდინია, რომ ფასების შემცირება პროცესის განმავლობაშიც დაიწყება

17:39; 20.01.2026
პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: მთავარი ამოცანაა პროდუქტებზე ფასების იმგვარი რეგულირება, რომელიც მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობას გაზრდის

17:33; 20.01.2026
პოლიტიკა

“საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება”- მერია მძღოლებს აფრთხილებს

17:26; 20.01.2026
პოლიტიკა

სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს

16:41; 20.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:34; 20.01.2026
პოლიტიკა

შეწყალებულმა პატიმრებმა ციხეები დატოვეს

16:25; 20.01.2026
საზოგადოება

ყავაში მოხალული ბარდის გამოყენება და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა

16:18; 20.01.2026
საზოგადოება

ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

15:53; 20.01.2026
ფინანსები

ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა

15:48; 20.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო