ინტერნეტსაიტ marketer -ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ზუგდიდი საქართველოში ყველაზე სალმიან ქალაქად დასახელდა. კომპანია AST-მ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში კვლევა ჩაატარა, რომლის მიზანი იყო გამოევლინა ქალაქი, სადაც ყველას უყვარს მისალმება უცნობ ადამიანებათანაც კი. კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ ყველაზე გულღია და გახსნილი ადამიანები ზუგდიდში ცხოვრობენ.
ურთიერთობები მისალმებით იწყება, გაინტერესებთ რომელია საქართველოს ყველაზე სალმიანი ქალაქი?ამის გამოსავლენად, მარკეტინგული კვლევის და საკონსულტაციო კომპანია ACT-მ, ექსპერიმენტი ჩაატარა, რომელმაც 5 ქალაქი მოიცვა: თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, თელავი და ბათუმი.
ACT-ის წარმომადგენლები, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, სხვადასხვა ქალაქებსა და უბნებში, სულ 700 უცნობ ადამიანს მიესალმნენ. შედეგად, ქალაქებს შორის, ყველაზე ღია და გახსნილები გამარჯობის მიმართ ზუგდიდში აღმოჩნდნენ, სადაც გამარჯობის 96%-ინი ინდექსი დაფიქსირდა.
თბილისის უბნებს შორის კი, ყველაზე მეტად გახსნილი და მისალმების მოყვარული ისნის მოსახლეობა აღმოჩნდა.