იცით, ვის ჰქონდა პირველი უთო?! ალბათ, არ გაგიკვირდებათ და – გერმანელებს. 1647 წელს ისინი უკვე იყენებდნენ ლითონისგან ჩამოსხმულ, თანამედროვე უთოს ფორმის ნივთს, რომელსაც გაახურებდნენ ხოლმე ღია ცეცხლზე და აუთოებდნენ თეთრეულს.
1752 წელს გერმანელების ნოვაცია გააუმჯობესეს რუსებმა: მათ დაამზადეს პირველი ნახშირის უთო თუჯისგან. ნახშირის ნაკვერჩხლები უთოს "მუცელში" იყრებოდა და გაცილებით უსაფრთხო იყო.
თანამედროვეობასთან მიმსგავსებული, პირველი ელექტრონული უთო ლითონისა და პლასტმასისგან დამზადდა 1933 წელს, საფრანგეთში. მას პატარა დამტენ-აკუმულატორი ჰქონდა.































































