სამეგრელოში, კერძოდ, ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, 35 წლის მამაკაცი ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს.
როგორც მანუჩარ დოლბაძე სოციალურ ქსელში წერს, ის 1988 წელს თბილისის ბავშვთა სახლში დატოვეს. მოქალაქე საზოგადოებას თხოვნით მიმართავს, თუ აღნიშნული ინფორმაცია ვინმესთვის ცნობილია, დაუკავშირდნენ.
“მე ვარ ირაკლი სუჯაშვილი. დავიბადე რუსთავში და გავიზარდე სამეგრელოში. გამზრდელების გადმოცემით, 1988 წელს მომიყვანეს თბილისის ბავშვთა სახლიდან.
როცა ვთხოვე, ეთქვათ ჩემი ბიოლოგიური მშობლების სახელი და გვარი, მითხრეს, რომ არ იცოდნენ, რადგან ბავშვთა სახლის კარებთან მიპოვეს.
დედა გარდამეცვალა და ორი წლის შემდეგ, როგორც იქნა, მამაჩემი დავითანხმე. წავედით იუსტიციაში და გაშვილების აქტი გამოვითხოვეთ. აქტშო არ ეწერა ბიოლოგიური მშობლების სახელი და გვარი _ მარტო ჩემი ეწერა და გამზრდელების.
გადავწყვიტე დაბადების მოწმობის სააქტო ჩანაწერი გამომეთხოვა, რაზეც უარი მივიღე იმ მიზეზით, რომ ორი აქტი ფიქსირდებოდა ჩემს სახელზე. სანამ ერთ-ერთს არ გააუქმებდნენ, მანამდე ვერ გასცემდნენ.
მერე დავიწყე სახლში ძიება _ იქნებ, მეპოვა რამე ხელჩასაჭიდი. ვიპოვე ჩემი ბიოლოგიური მშობლების სახელი და გვარი: ვალერიან ვალერიანეს ძე სუჯაშვილი და თინა ვალერიანეს ასული ფიცხელაური. ამ მონაცემების სიზუსტეშიც დარწმუნებული არ ვარ.
ეს არის სულ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია.
თუ ვინმეს გსმენიათ რაიმე ჩემი ბიოლოგიური მშობლების შესახებ, გთხოვთ, დამეხმაროთ“, _ წერს დოლბაძე.
“გურია ნიუსი” პოსტის ავტორს დაუკავშირდ _ მანუჩარ დოლბაძემ ფოტოები მოაწოდა (მესამე ფოტოში მის გამზრდელ დედასთან ერთადაა) და კიდევ ერთხელ გაიმეორა:
“თუ ვინმეს რაიმე სახის ინფორმაცია გაქვთ ჩემი ბიოლოგიური მშობლების შესახებ, დამიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 577 38 0407″.