საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით "რუსთავი 2"-ის ირგვლი შექმნილი სიტიაცია მთავრობისთვის ხელსაყრელი არ არის:
_ შექმნილი სიტუაცია არ არის მთავრობისთვის ხელსაყრელი, ეს არის ხელსაყრელი სწორედ "ნაციონალური მოძრაობისთვის". როგორ აწიეს თემა, ნახეთ. ოსტატები არიან. განა არ ვიცოდი, რომ ამას იზამდნენ?
ეს რომ ჩემზე ყოფილიყო დამოკდებული, მე მაგის ჭკუა მეყოფოდა, რომ ჯერ საერთოდ არ შევხებოდი "რუსთავი 2"-ს და მერე ეს დროებითი მმართველი ასე სწრაფად არ შეგვეყვანა. რა მოყვებოდა ამას, ძალიან იოლი დასანახი იყო. "ნაციონალური მოძრაობის" ხელმწერა ხომ კარგად ვიცით, მაგრამ ამავდროულად რა ვუყოთ დვალს, აქიმიძეს და ხალვაშს? _ მათ აქვთ კანონიერი უფლება, იდაონ იმაზე, რაც წაართვეს.
"პოლიტიკურად არავინ არის მთავრობაში ასეთი ბრიყვი. მით უმეტეს ჩემზე აკეთებენ ყველაზე მეტ მინიშნებას. ნამდვილად მეყოფოდა ჭკუა, რომ ასეთი კოზირი არ გადამეგდო "ნაციონალებისათვის".
კოზირში ვგულისხმობ განსაკუთრებით ზეპირი მოსმენის გარეშე მმართველის დანიშვნას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პოლიტიკურად, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება წამგებიანი იყო, მაგრამ სამართლებრივად ჯერ არავის დაუსაბუთებებია, რომ ურთმელიძემ კანონი დაარღვია.
თუ ვინმეს არ მოწონს ურთმელიძის გადაწყვეტილება და პოლიტიკურად ეს ჩვენ ნამდვილად გვაზიანებს, ამისთვის არსებობს ისევ სასამართლო, _ განაცხადა ივანიშვილმა ჟურნალსიტებთან საურბისას.