სტიქიამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ოზურგეთის მუნიციპალიტეტსაც _ დაზიანებულია გზები, საყანე ფართობები, საცხოვრებელი სახლები.
სოფელ ნატანებში შუკაკიძეების სახლს სახურავი აქვს გადახდილი. სტიქიამ დააზარალა სოფელ შრომაში მცხოვრები ოსიძეების ოჯახიც.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ეკატერინე მგელაძის ინფორმაციით, მცირე პრობლემები შეიქმნა სოფელ ლიხაურში, ლაითურში და ჭანიეთში.
საავტომობილო გზები დაზიანდა შრომის თემში _ ორმეთსა და ზედუბანში.
რამდენიმე სოფელს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურები სტიქიის ზონებში ამ წუთებში იმყოფებიან.

































































