თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა გამოყო ერთი სამედიცინო ბრიგადა, რომელიც 24 საათის განმავლობაში განთავსებული იქნება პ/გ ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ინიციატივით მიმდინარე საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე.
საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალი აქციის მონაწილეებს პირველად სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.































































