საფრანგეთმა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ კვირას ღამით საჰაერო დარტყმების განხორციელება დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, სამხედრო ოპერაცია, ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეთანხმებით მიმდინარეობდა და მასში 10 თვითმფრინავი იყო ჩართული.
გავრცელებული ინფორმაციით, იერიში არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან და იორდანიიდან ერთდროულად დაიწყო.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სირიის სამხედრო ცენტრში, სადაც მებრძოლების მომზადებაც ხდება, 20 ბომბი ჩამოვარდა.
როგორც ცნობილია, საფრანგეთმა საპასუხო სამხედრო ოპერაცია რამდენიმე საათის შემდეგ დაგეგმა და სისრულეში მოიყვანა, რაც პარასკევს, პარიზში ისლამურმა სახელმწიფომ ტერაქტი განახორციელა, რის შედეგადაც 129 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 350-ზე მეტი დაშავდა.