17 ნოემბერს მაღალ მთაში ქარბუქია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-19 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია ცვალებადი ამინდი.
16 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მაღალმთაში კი თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა იქნება +9, +14 გრადუსი.
17 ნოემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. გაძლიერდება დასავლეთის ქარი, მაღალმთაში მოსალოდნელია ქარბუქი.
18-19 ნოემბერს გამოიდარებს და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა: დასავლეთ საქართველოში +12,+17 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +7,+12 გრადუსი იქნება.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved