შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს, რაც მიმდინარე წლის მონაცემებს მოიცავს იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით. კვლევაში გაერთიანებულია ყველა საგამოძიებო უწყების მონაცემები მთელი ქვეყნის მასშტაბით.
საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყება მოიცავს საქართველოში არსებულ იმ სამინისტროების სტრუქტურაში შემავალ დანაყოფებს, რომლებიც თავიანთი ქვემდებარეობის მიხედვით აწარმოებენ გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეებზე, კერძოდ: საქართველოს მთავარი პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო.
2015 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულ იქნა 3486 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1565 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 44.89%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული მატებაა +0.72% (25 ერთეულით).
2015 წლის ოქტომბრის თვეში შსს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულ იქნა 2237 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1358 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 60.71%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -2.01%.
2015 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეებში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულ იქნა 29500 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 17211 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 58.34%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -3.89%.
2015 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეებში შსს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულ იქნა 20918 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 14136 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 67.58%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -5.29%.