საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ამ ეტაპზე რაიმე განსაკუთრებულ რისკებს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სამსახურები ვერ ხედავენ":
_ პარიზის ტერაქტების გამო მთელ ევროპაში უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული. გუშინ ჩვენ გვქონდა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, სადაც მე მოვისმინე ინფორმაცია უსაფრთხოების სამსახურებიდან არსებული ვითარების შესახებ.
ჩვენ გვსურს გითხრათ, რომ სიტუაციას ვაკონტროლებთ და მაქსიმალურად, კიდევ უფრო გავამკაცრებთ უსაფრთხოების ზომებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ ეტაპზე რაიმე განსაკუთრებულ რისკებს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სამსახურები ვერ ხედავენ, რაც კარგია.
თუმცა, საჭიროა მობილიზება, საჭიროა სრული, 24-საათიანი მუშაობა და კონტროლი ყველას და ყველაფრის, _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.