17 ნოემბერს ნიკო მარის სახელობის ჩოხატაურის N1-მა საჯარო სკოლამ 130 წლის იუბილე აღნიშნა.
"მრავალჟამიერ ბერმუხა ტაძარს" _ ამ სახელწოდების ღონისძიებაზე პირველსკოლელებმა, სტუმრებს ჩოხატაურის კინოს სახლში უმასპინძლეს.
საზეიმო ღონისძიებამდე სტუმრები სკოლაში მიიღეს, სადაც სასკოლო აქტივობების გამოფენა იყო მოწყობილი. სკოლაში შედგა "წარმატებული სასწავლო პრაქტიკის" პრეზენტაციაც.





































































