პარიზის ტერაქტიდან ხუთ დღეში, ნიგერიაში კიდევ ერთი არანაკლებ შემზარავი ტერორისტული აქტი მოხდა, რომელზეც პასუხისმგებლობა რადიკალურმა ისლამურმა დაჯგუფებამ "ბოკო ჰარამმა" აიღო. დაიღუპა 30 ადამიანი, 150 მეტი კი დაშავდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ნიგერიის ფედერალური რესპუბლიკის პრეზიდენტს მუჰამადუ ბუჰარის, 18 ნოემბერს, ქალაქ იოლაში ტერორისტული აქტის შედეგად, ათობით ადამიანის დაღუპვის გამო უსამძიმრებს.
პრემიერი საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმს. გამოვთქვამთ იმედს, რომ ამ თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირები კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან. ამ მწუხარების ჟამს გარწმუნებთ, რომ ქართველი ხალხი მეგობარი ნიგერიელი ხალხისა და მსხვერპლთა ოჯახებისა და ახლობელთა გვერდით დგას", – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის სამძმრის წერილში.