პარლამენტის უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე პრემიერის ბრალდებას პასუხობს.
"ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უსწრაფეს გადაწყვეტილებას ვიზა ლიბერალიზაციაზე, ვინაიდან ეს ეკუთვნის ქართველ ხალხს და არა ღარიბაშვილის მთავრობას. მაგრამ უნდა გვესმოდეს, დღეს ვიზა ლიბერალიზაციას ემუქრება ერთადერთი რეალური საფრთხე და ეს საფრთხე მთავრობის ქმედებებია ქვეყნის შიგნით და მთავრობის მცდელობა, ხელში ჩაიგდოს რუსთავი 2.
ნებისმიერი მცდელობა, რომ ეს პრობლემა გადააბრალონ ოპოზიციას, არის უბრალოდ ტრაგიკომიკური და ღირსეულ ადგილს დაიკავებს გადაბრალებების და ტყუილების იმ გრძელ ჯაჭვში, რომლითაც ეს ხელისუფლება კვებავს ჩვენს მოსახლეობას მეოთხე წელია, ნაცვლად გაკეთებული საქმისა და შესრულებული დაპირებებისა,''-განაცხადა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ქვყნისთვის მტრულ ქმედებებში დაადანაშაულა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები საქართველოს ევროკავშირთან ასიცირების პროცესს ხელს უშლიან, რადგან ევროპარლამენტარებისგან მოითხოვენ არ მისცენ ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია.