https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

არის თუ არა დეპუტატთა ინტერესები ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში

13:11; 19.11.2015
ფინანსები
Share on FacebookShare on TwitterEmail

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე კომისიის წევრმა დეპუტატებმა, გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის 9 თვის ანგარიში მოისმინეს, რომელიც მათ სამსახურის უფროსმა ლევან ჩხაიძემ გააცნო.

"ურბანიზაციის და არქიტექტურის განყოფილების მიერ 9 თვის განმავლობაში გაცემულია 7 ნებართვა, შეთანხმდა 8 პროექტი, ექსპლოატაციაში შესულია 12 ობიექტი. ამავე განყოფილებიდან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მოსაკრებლის სახით შემოვიდა 7 988 ლარი.

საპროექტო განყოფილებამ საანგარიშო პერიოდში დააპროექტა 211 ობიექტი, რომლის საერთო ღირებულება 2 979 298 ლარია; აქედან, სოფლის მხარდაჭერის პროექტით გათვალისწინებული 147 ობიექტი 817 447 ლარის ღირებულებით, სხვადასხვა პროგრამით გათვალისწინებული 16 პროექტი 179 038 ლარის ღირებულებით. ამის გარდა, სამსახური ზედამხედველობას ახორციელებს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელებაზე", _ თქვა გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ლევან ჩხაიძემ.

ჩხაიძის მიერ წარმოდგენილი ანგარიშით თავიდანვე უკმაყოფილონი დარჩნენ კომისიის წევრები.

საკრებულოს წევრმა ია ჩხაიძემ გორგასლის ქუჩის მაცხოვრებელთა პრობლემაზე ისაუბრა, სადაც სანიაღვრე არხის არარსებობის გამო, ძლიერი წვიმისას, წყალი მოსახლეობას სახლებში შესდით: "პრიორიტეტები უნდა გამოვკვეთოთ, რა არის მოსახლეობისთვის უმთავრესი და ისე გავაკეთოთ საქმე. ხალხს სახლკარი უნადგურდება წყლისგან. არავინ ითხოვს ასფალტის დაგებას, სანიაღვრე არხები მოწესრიგდეს ყველგან _ ესაა სწორედ პრიორიტეტი", _ თქვა ჩხაიძემ.

ნათლისმცემლის ქუჩაზე არსებულ ანალოგიურ პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება დეპუტატმა დარეჯან ბურჭულაძემ, კომისიის თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ კი კვირკველიასა და ჟორდანიას ქუჩის მცხოვრებთა განცხადება წარმოადგინა, რომლებიც სანიაღვრე არხების მოწესრიგებას ითხოვენ.

შუხუთის მაჟორიტარი დეპუტატის აკაკი იმნაიშვილის თქმით,  ქალაქის ცენტრში მდებარე ხუთსართულიანი ბინის სარდაფი წყლითაა სავსე და დროულ მიხედვას საჭიროებს.

ლესის მაჟორიტარმა  ელისო ჭიჭინაძემ წყალში გადაყრილად ჩათვალა გზის მოხრეშვისთვის გაწეული ხარჯები: "ყოველ წელს ხრეშავენ, გაწვიმდება და წყალს მიაქვს ნამუშევარიც და დახარჯული ფულიც.  უკვე ათი წელია, რაც სტიქიამ ხიდი დააზიანა და არავინაა მომკითხავი. არაერთხელ დავსვი ეს საკითხი, თუმცა, შედეგი აქამდე არ ჩანს. რა მნიშვნელობა აქვს, ორი ოჯახია მოწყვეტილი სოფელს თუ ათი?" _ იკითხა ჭიჭინაძემ.

ლევან ჩხაიძის პასუხის მიხედით გაირკვა, რომ ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული და  ყველა ობიექტზე სამუშაოები იმის მიხედვით გახორციელდება, თუ რა თანხა გამოიყოფა საამისოდ.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოების მიმართ, შენიშვნები ჰქონდა დეპუტატ გია გოგუაძეს:

"დავიწყებ აკეთის გახმაურებული ნაპირსამაგრის პროექტით, რომელსაც სტიქიამ გვარიანი ზარალი მიაყენა. თავიდან ეჭვი გაგვიჩნდა, როცა ინფრასტრუქტურის სამსახურიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ტენდერში გაიმარჯვა ორჯონიკიძეში რეგისტრირებული ფირმის წარმომადგენლობამ. მაშინ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო სატენდერო კომისიამ _ სამმილიონიანი პროექტი მისცა იმ ფირმას, რომელსაც არანაირი სამშენებლო გამოცდილება არ ჰქონდა და არანაირი სამუშაოები არ შეუსრულებია საქართველოში. ფირმას წარმოდგენილი აქვს, რომ ალანიაში, მდინარე კიზილკაზე შეასრულა 6 მილიონი ლარის სამუშაოები. ეს შეცდომა იყო. იმ დოკუმენტაციის მიხედვით, რაც ამ  ფირმამ წარმოადგინა, დანაშაულად მიმაჩნია მისთვის საქმის მიცემა.

არასწორად მიმაჩნია ისიც, რომ დროის ამ მონაკვეთში დაიწყო მდინარე სუფსაზე ნაპირსამაგრი სამუშაოები. სანამ ბახმაროში თოვლი არ დადნება, რთულია კალაპოტის მიხედვით სუფსასთან ურთიერთობა. მთავარი კი, რაც მინდა ვთქვა, ის არის, რომ როცა სტიქია მოხდა, გაირკვა რომ აქ ეს ფირმა სამუშაოებს საერთოდ არ აწარმოებს და მის ნაცვლად მუშაობს სხვა კომპანია _ "პლადა", რომელსაც ადგილზე უამრავი ტექნიკა ჰყავს მოყვანილი. მიჩნდება ეჭვი, რომ ვიღაცამ იმთავითვე იცოდა, რომ აღნიშნული სამუშაოები სწორედ "პლადას" უნდა შეესრულებინა, რომელიც, ეტყობა, ტენდერით გათვალისწინებულ რაღაც კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებდა", _ თქვა გოგუაძემ.

ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროს მაია აფხაზავას, რომელიც დეპუტატის ამ მოსაზრებას არ იზიარებს: "ვერ გეტყვით, რას გულისხმობს ბატონი გია, მაგრამ ფაქტია, რომ შესყიდვების სამსახურთან მხოლოდ "ვლადნეფტპროდუქტს" აქვს საქმიანი ვალდებულება და ვინ არის ამ კომპანიის ქვეკონტრაქტორი, ჩვენ საქმის კურსში არ ვიყავით და არც გვქონდა ამის ვალდებულება", _ გვითხრა აფხაზავამ.

"გურია ნიუსი" "ვლადნეფტპროდუქტის" ქართველ წარმომადგენელს, ილია დალაქიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა, რომ სამუშაოებს სხვა კომპანია ახორციელებს: "დიახ, "პლადა" ჩვენი ერთ-ერთი ოპერატორი კომპანიაა. სულ 18 ობიექტი გვაქვს მოგებული და ყველგან ქვეკონტრაქტორი კომპანიების მეშვეობით ვახორციელებთ სამუშაოებს", _  გვითხრა დალაქიშვილმა.

სხდომაზე გოგუაძემ უკვე გახორციელებულ სამუშაოებზე გამოთქვა გარკვეული პრეტენზიები:

"ჩოლობარგში, საზოგადოებრივი სახლის რემონტზე 11 მაისს გამოცხადებული ტენდერი რატომ ჩავარდა?!  საქმე ისაა, რომ ვინმე გიორგი რუსიას წინასწარ გააკეთებინეს ეს ობიექტი და უთხრეს, რომ შემდგომ, როცა მოვიდოდა თანხა, ტენდერში გაამარჯვებინებდნენ. თუმცა, სხვამ გაიმარჯვა, ამიტომაც ტენდერი ჩაიშალა და  რომ გადახედოთ შემდგომში შესრულებულ ობიექტთა ნუსხას, რუსიას ყველგან ნახავთ _ ჩოჩხათში, აკეთში, ჯურუყვეთსა და ასე შემდეგ. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ მას ჩოლობარგში დახარჯული თანხა ამოეღო.

შუხუთში ერთ-ერთ ობიექტზე სამუშაოები შეწყდა იმის გამო, რომ იქ მომუშავე ფირმას _ "გურია 2015"-ს არ ჰქონდა წარმოდგენილი აუცილებელი სატენდერო დოკუმენტაცია. როცა დისკვალიფიკაციას აძლევთ, თავისთავად, ორგანიზაცია უნდა "გააშავოთ". ამის შემდეგ ხდება ის, რომ იმავე "გურია 2015"-ის  ხელმძღვანელი ხდება ელგუჯა ხელაძე, ყოფილი ხელმძღვანელი კი აჰყავთ ტექნიკურ ზედამხედველად. ახლა ეს ფირმა არაერთ დიდ პროექტს ახორციელებს. სხვათა შორის, იგივე განმეორდა ჭანჭათშიც, სადაც ტენდერი "დრომ" მოიგო.

სხვა სოფლებისგან განსხვავებით, ნიგოითის ზონაში სამუშაოებს სტაბილურად მხოლოდ ოთარ ჯაში აწარმოებს, რომელიც, ამავდროულად, საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის  "გურიას" ადმინისტრატორია. ასევე, სტაბილურად აწარმოებს სამუშაოებს სოფელ სუფსაში სამუსიკო სკოლის მნე იროდიონ პატეიშვილი. ისეთი ინდმეწარმეების სახელი და გვარებია, გაგიკვირდებათ, რეალურად კი შემსრულებელი სხვაა", _ დასძინა გოგუაძემ.

თემა გააგრძელა ლესის მაჟორიტარმა, ელისო ჭიჭინაძემ: "ჩემს სოფელში ოთხი ინდმეწარმეა, მაგრამ არც ერთს არ მისცეს უფლება ტენდერში მიეღო მონაწილეობა _ გამოცდილება არ აქვთო. გამცეს ვინმემ პასუხი, რა ხდება აკეთში _ ქალი მოსკოვში თუ იჯდა მეათე სართულზე და იმან მოიგო ტენდერი, რატომ არ შეიძლება უპირატესობა ადგილობრივს მივანიჭოთ?!

რვა ოქტომბრის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაწყებულა და შემთხვევით ვიგებ, რომ ჩემს სოფელში სხვა ზონის დეპუტატი შემოდის. ყველას ჩემი თავი გენაცვალოთ, მაგრამ ელემენტარულად, კოლეგიალურად  არ უნდა ვიყო საქმის კურსში? შეიძლება, ვცდები და ცრუ ინფორმაცია მაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ყველანაირი კანონი დარღვეულია. სოფელში ხალხი უმუშევარია და შემოდის სხვა. ყველა მეწარმე უნდა იყოს ჩართული საქმეში და არა მხოლოდ ერთი", _ თქვა ჭიჭინაძემ.

ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის ბესიკ ტაბიძის თქმით, მას ჯერ დაფინანსებაც არ ეგონა დაწყებული და თანხები უკვე განაწილებული დახვდა:  "სტიქიის თანხები ისე უცბად განაწილდა, არც გამიგია. ძალიან ცუდია, რაც ხდება. ქალბატონმა ელისომ არ დაასახელა ამ კაცის სახელი, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ვინცაა. დამალული არაფერია, ყველამ ყველაფერი იცის და ბოლოს პასუხიც მოეთხოვება. ადგილობრივი მეწარმისთვის თუ არ შეიძლება გამოცდილების არქონის გამო პროექტის მიცემა, სხვისთვის რატომაა დასაშვები?!" _ იკითხა ტაბიძემ.

საუბარში გია გოგუაძე ჩაერთო, რომელმაც თქვა, რომ "კომისიის სხდომაზე მიმდინარე ეს საუბარი, პირველ რიგში, მამათისა და აცანის მაჟორიტარებს _ კახა ურუშაძესა და  ემზარ თევდორაძეს უნდა მოესმინათ, რომლებსაც ამ მომენტისთვის სხდომა დატოვებული ჰქონდათ.

საზოგადოების ნაწილსა და რიგ დეპუტატებს შორის მუსირებს აზრი, რომ ტენდერებს ლანჩხუთში რამდენიმე დეპუტატი ლობირებს და ისინი მეწარმეებად დარეგისტრირებული სხვადასხვა პიროვნებების სახელს არიან ამოფარებულები".

ლევან ჩხაიძემ ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ ტენდერი ელექტრონულად ტარდება, მთავარი აქ გამოცდილებაა და ამ კრიტერიუმით ხდება შემსრულებელთა შერჩევა. თუმცა, სხვა საქმეა ტენდერი და სხვა საქმეა გამარტივებული წესით ერთ პირთან მოლაპარაკება. სწორედ, ამ წესით შერჩეულ შემსრულებლებზე გააკეთა აქცენტი გია გოგუაძემ:

 "რვა ოქტომბრის სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად 700 ათასი ლარია გამოყოფილი, რაც ჯერ კიდევ არ არის ასახული ბიუჯეტში და მასზე წარმოება მიმდინარეობს. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია ამ თანხაზე. ჩემთვის გაურკვეველია, საიდან მოიყვანეთ ინდმეწარმე ალექსანდრე ხუხუნაიშვილი, რომელმაც ოთხ სოფელში უნდა შეასრულოს 169 ათასი ლარის სამუშაოები. ეს თბილისელი კაცია და ლანჩხუთში არანაირი საქმიანობა არ უწარმოებია. ასევე,  რამაზ არველაძე, რომელსაც 187 ათასი ლარის დაფინანსება მიეცა და ლანჩხუთში კი არა, საერთოდ არანაირი გამოცდილება არ აქვს. რა კრიტერიუმით შეირჩა ეს ინდმეწარმეები, აქ ხომ ტენდერი არ იყო და ვინ და რატომ გააკეთა ამ ორგანიზაციებზე არჩევანი, ესაა საკითხავი", _ თქვა გოგუაძემ.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, "გურია ნიუსი" მოკვლევას აწარმოებს და უახლოეს ხანში  გავასაჯაროებთ, კონკრეტულად ვინ და რა სამუშაოებს აწარმოებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და რა გამოცდილება გააჩნიათ საამისოდ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ფინანსები

ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები მალე გახდება ცნობილი – პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

18:29; 26 დეკემბერი, 2025
ფინანსები

საქართველოს ბანკისა და Finance in Motion-ის ინიციატივით, ბიზნესების მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად „მწვანე დაფინანსების რალი” გაიმართა

18:13; 26 დეკემბერი, 2025
ფინანსები

არ გამორჩეთ, საქართველოს ბანკის საახალწლო PLUS და AmEx შეთავაზებები

16:16; 26 დეკემბერი, 2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის წიგნის კუთხეები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ქმნის განათლების შესაძლებლობებს

14:26; 26 დეკემბერი, 2025
ფინანსები

2026 წლის მთავარი დოკუმენტი ერთხმად დამტკიცდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში

13:41; 26 დეკემბერი, 2025

როდის დაიწყება 2016 წლის მთავარი დოკუმენტის საჯარო განხილვა

1509%-ით გაზრდილი დანამატები კულტურის სამინისტროში

ყველა სიახლე

სამართალი

რესტორანში კაცი გარდაცვლილი ნახეს

0:26; 29.12.2025
საზოგადოება

“საფრთხის დონე მაღალი”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

20:52; 28.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე „იგლ ჰილსზე“: მინიმუმ 11 მლრდ ლარით გაზრდის ჩვენს ეკონომიკას

20:40; 28.12.2025
საზოგადოება

“მოსალოდნელია ძლიერი შტორმი”- მეტეოროლოგი ამინდის შესახებ

20:35; 28.12.2025
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

18:37; 28.12.2025
მსოფლიო

ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

16:49; 28.12.2025
პოლიტიკა

ველოდებით, რომ პოლონეთში ქართველი დასაქმებულების გადინება შემცირდება”- e-Consul

16:36; 28.12.2025
პოლიტიკა

“დუმილის უფლებას რომ ინარჩუნებს, მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა”- გია ვოლსკი

14:42; 28.12.2025
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

14:25; 28.12.2025
კულტურა

ბრიჯიტ ბარდო გარდაიცვალა

14:22; 28.12.2025
საზოგადოება

“არათუ შემცირებას არ უნდა ველოდოთ, პირიქით, შეიძლება კიდევ გაიზარდოს ფასები”

14:15; 28.12.2025
სამართალი

კორპუსის სადარბაზოდან ეტლი მოიპარეს

14:00; 28.12.2025
სამართალი

ავტობუსი ხეს დაეჯახა

13:28; 28.12.2025
ფეისბუქსტატუსები

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანა და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

12:03; 28.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025
0

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო