THE WASHINGTONPOST -ის ცნობით, აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ლიდერები აცხადებენ, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად საერთაშორისო თანამშრომლობა და სოლიდარობაა საჭირო.
"პარიზში მომხდარი ტერაქტების, ასევე სინაიში რუსეთის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, ჩვენ მკაცრად ვგმობთ ტერორიზმის ყველა აქტსა თუ მეთოდს,"_აცხადებენ ლიდერები.
მათივე თქმით, ისინი არ დაუშვებენ რომ ტერორიზმმა ეკონომიკას საფრთხე შეუქმნას.
"ჩვენ არ დავუშვებთ, ტერორიზმმა საფრთხე შეუქმნას ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომლებიც თავისუფალ და ღია ეკონომიკას თავისუფალ და ღია ეკონომიკას საფუძვლად უდევს,"_აცხადებენ აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ლიდერები.