მალისა და საერთაშორისო არმიის დანაყოფები მალში სასტუმრო "რედისონ ბლუში" შეიჭრნენ და შენობა ალყაში მოაქციეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, შტურმის მიზანი სასტუმროს თანამშრომლებისა და სტუმრების გათავისუფლება იყო, რომლებიც თავდამსხმელებმა ტყვედ აიყვანეს.
როგორც ცნობილია, შტურმის დროს ორი შეიარაღებული პირი დაიღუპა, რომლებიც თავდასხმის დროს ინგლისურად საუბრობდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მალში უკვე მესამე დღეა, რაც სასტუმროში თავდასხმის შედეგად დაღუპული 19 ადამიანის გამო ეროვნული გლოვაა გამოცხადებული.
როგორც ცნობილია, დაღუპულებიდან 6 მალის, ხოლო 13 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
გავრცელებული ინფორმაციით, განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობა ისლამური სახელმწიფოს ორმა საომარმა ჯგუფმა აღიარა.
გარდა ამისა, მომხდარზე პასუხისმგებლობა მაქინას გამანთავისუფლებელმა ფრონტმაც აიღო, რომელსაც სამხრეთ მალში მომხდარ თავდასხმებში ბრალი ედება.
ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, სასტუმროზე თავდასხმა ორმა ადგილობრივმა ტერორისტმა მოაწყო, რომლებმაც ასევე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეს.



























































