ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის კიდევ ერთხელ განხილვისას, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ისაუბრეს გამგეობის კულტურის სამსახურისთვის განკუთვნილი 800 ათასი ლარის შესახებ.
"რვა მილიონიან ბიუჯეტში ერთი სამსახურის 800 ათასი ლარით დაფინანსება კითხვებს ბადებს. თუ წარმოადგენენ პროგრამულად, კი, ბატონო, იქნებ, 900 ათასი სჭირდებათ. ასეთი სახით კი ეს ცოტა ბუნდოვანია," _ თქვა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი კვერღელიძემ.
კვერღელიძეს დაეთანხმა საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ხინთიბიძე და თქვა, რომ ეს თანხა პროგრამულად უნდა იყოს ჩამოშლილი, გამოყოფილი ერთმანეთისგან, თუ სად რა უნდა იყოს მიმართული.