ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ დავით ბორჩაშვილის საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს.
"თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, ბრალდებულ დავით ბორჩაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ.
დავით ბორჩაშვილს ბრალად ედება ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა, ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა და აღნიშნული ორგანიზაციის სახელით მისი საქმიანობის ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით ოპერაციების განხორციელება.
ვინაიდან სასამართლოში ბრალდებულის წარმოუდგენლობის მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო და არა სურვილი არგამოცხადების, სასამართლომ გასვლითი სხდომა სს აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გამართა.
სასამართლომ დახურულ სხდომაზე განიხილა და დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ, ვინაიდან დ. ბორჩაშვილს ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 12-15 წლამდე წლამდე ვადით. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებულის თავისუფლებაში დატოვების შემთხვევაში ის შესაძლოა მიემალოს გამოძიებასა და სასამართლოს, განაგრძოს დანაშაულებრივი საქმიანობა და ხელი შეუშალოს საქმეზე მტკიცებულებების მოპოვებას", _ აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.
მათივე ცნობით, აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 13 იანვარს 15:00 საათზე გაიმართება.