სიტუაციის დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად, თურქეთის მიერ სირიის საზღვართან რუსული გამანადგურებლის სუ -24 ჩამოგდების შემდეგ, თურქულმა ომონმა სტამბულში რუსეთის საკონსულო ალყაში მოაქცია.
ინფორმაციას ამის შესახებ თურქული და უცხოური მედია ავრცელებს.
რუსული ავიაგამანადგურებელი სირიის პროვინცია ლატაკიაში, თურქეთში საზღვრიდან 1 კილომეტრში ჩამოვარდა. ადრე თურქულმა მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსული სამხედრო მფრინავი საშუალებების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევაში, მათ ჩამოაგდებდა.
პრეზიდენტმა პუტინმა აღნიშნული შემთხვევა დანაშაულად შეაფასა. თურქეთის პრემიერმა აჰმეთ დავითოღლუმ კი განაცხადა, რომ მის ქვეყანას უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ამის გაკეთების უფლება ჰქონდა.