ავღანეთში, თალიბებმა 15 სამხედრო მძევლად აიყვანეს. ყველა მათგანი ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა, რომელიც თურქმენეთის საზღვართან, ფარიაბის პროვინციაში ჩამოვარდა.
ოფიციალური პირების ინფორმაციით, კატასტროფა ტექნიკური პრობლემების გამო მოხდა. ბორტზე მყოფი 3 ადამიანი კი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, თალიბების ტყვეობაში 13 ავღანელი ჯარისკაცი და ორი უცხოელი აღმოჩნდა. ტერორისტები აცხადებენ, რომ თუ სამხედრო მეთაურობა მათი გათავისუფლებას შეეცდება, ისინი მძევლებს სიკვდილით დასჯიან.