სოფელ ერგნეთში მცხოვრები ლია ჩლაჩიძის საცხოვრებელ ეზოში 2008 წლის აგვისტოს 16 კასეტური ბომბი ჩამოაგდეს. ახლა ამ ადგილას ყვავილები და ხეხილი არის გაშენებული. ომის დროს გადარჩენილი ნივთები, მის სახლთან ახლოს, ღია ცის ქვეშ აქვს გამოფენილი.
სოფელ დიცში მცხოვრები ილია ბერუაშვილს რუს სამხედროებთან ხშირად ჰქონია დაპირისპირება.
კონფლიქტის ზონაში მყოფი მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს, ახალგაზრდები კი მინი სტადიონის მშენებლობას.