შპს "თბილსერვის ჯგუფს" და შპს "სინათლის ქალაქს" ახალი ხელმძღვანელები ჰყავს.
შპს "თბილსერვის ჯგუფს" ლევან ჯღარკავა, შპს "სინათლის ქალაქს" თორნიკე კიზირია უხელმძღვანელებს.
კანდიდატურები თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.
შპს "თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც უკვე ყოფილი დირექტორი გიორგი ბაგრატიონი თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსად დაინიშნა.
ცნობისთვის, ლევან ჯღარკავა ამ დრომდე შპს "თბილსერვის ჯგუფში" დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
რაც შეეხება შპს "სინათლის ქალაქს", თორნიკე კიზირიაც აღნიშნულ შპს-ში დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. აქამდე, "სინათლის ქალაქს" ვასილ ხორავა ხელმძღვანელობდა.