ტუნისში ავტობუსი აფეთქდა, რომლითაც პრეზიდენტის დაცვის წევრები მგზავრობდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაცვის 13 წევრი დაიღუპა, ხოლო 17 დაიჭრა.
როგორც ცნობილია, ავტობუსი, გადაყენებული პრეზიდენტის, ზინ ალ-აბიდინ ბენ ალის პარტიის სათაო ოფისთან ახლოს, ავტობუსის გაჩერებაზე აფეთქდა.
როგორც ცნობილია, გზები ავტობუსის აფეთქებამდე, ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის გამო უკვე გადაკეტილი იყო.
ქვეყნის პრეზიდენტმა მომხდარის გამო 30 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
მაუწყებლის ცნობით, ავტობუსის აფეთქების გამომწვევი ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა REUTER-ისთვის ერთ-ერთი წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ავტობუსის აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.
მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.