საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", რომელიც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
ცვლილებებით ხდება აქციზის ფიქსირებული განაკვეთის ზრდა სიგარეტსა და ზოგიერთი სახის ალკოჰოლურ სასმელებზე, კერძოდ, 2016 წლის 1 იანვრიდან აქციზის ფიქსირებული განაკვეთის გაიზრდება: ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) – 0,20 ლარის ოდენობით; უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) – 0,05 ლარის ოდენობით; სიგარებზე ერთ ღერზე – 0.4 ლარით, სიგარილებზე 20 ღერზე – 0.5 ლარით; ყალიონით მოსაწევ და საღეჭ ან საყნოს თამბაქოზე 1 კგ-ზე – 5 ლარით.
ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის პროპორციული განაკვეთის იზრდება 5- დან 10 პროცენტამდე.
ასევე 2016 წლის 1 იანვრიდან ვისკიზე, რომზე და ტაფიაზე, ჯინისა და ღვიის ნაყენზე აქციზის განაკვეთის 10 ლარიდან 15 ლარამდე, ხოლო სხვა ალკოჰოლურ სასმელებზე და ეთილის სპირტზე (გარდა, ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით მიღებული სპირტის ნაყენებისა, ლიქიორებისა და ზოგიერთი სხვა დაბალ ალკოჰოლური სასმელისა), აქციზის განაკვეთის – 10 ლარამდე გაზრდას.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.