ნარკოტიკებით ვაჭრობის გამო საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა თურქეთის რიზეს ოლქის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილებამ. დაკავების დროს სამივე მოქალაქეს, ჰეროინი და ფსიქოტროპული აბები აღმოაჩნდათ. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს. თუმცა, დაკავებულთა ვინაობა ჯერჯერობით, არ ხმაურდება.
საქართველოს სამივე მოქალაქე ამ დროისათვის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, მათი საქმის განხილვა კი უახლოეს დღეებში ადგილობრივ სასამართლოში მოხდება.