1 დეკემბერს, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატულ თეატრში, ბათუმელი და ოზურგეთელი ხელოვანები, ლუკა ჩხარტიშვილის გადასარჩენად საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ.
ლუკა ჩხარტიშვილის დედის, ინგა ცენტერაძის თქმით, ლუკას ამ ეტაპზე ახალი ოპერაცია ჭირდება.
" ლუკა ახლა ავსტრიაში არის წასაყვანი, რადგან ახალი პრობლემა გაჩნდა. სამწუხაროდ დაემატა თირკმელის და ჯირყვალის უკმარისობა, რომელიც იწვევს სიცოცხლესთან შეუთავსებლობას. აქედან გამომდინარე გვითხრეს, რომ ავსტრიაში ანომალების კლინიკაში დროულად უნდა გაკეთდეს ახალი ოპერაცია. ნაწილობრივ აფინანსებს ჯანდაცვის სამინისტრო და ნინო სურგულაძის ფონდი, რომლის წევრია ჩემი შვილი. მაგრამ 10-15 ათასი დოლარამდე არის საჭირო. აქედან გამომდინარე კეთდება საქველმოქმედო კონცერტი. პირველი კონცერტი ანსამბლ "ბათუმის" მონაწილეობით ჩატარდა ბათუმში, ახლი კი ბათუმელი და ოზურგეთელი ხელოვანების ერთობლივი ღონისძიება გაიმართება." – გვითხრა ინგა ცენტერაძემ.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ბილეთის ფასი 10 ლარია და მისი შეძენა თეატრის სალაროში არის შესაძლებელი.
ამავე თემაზე: უფალო, შვილი გადამირჩინე!