"აღარ ვიცი ვის შევჩივლო ვის, რომ არ შემძლებია"; "ზღაპრულ სამყაროს შეგიქმნიდი მე ასე მეგონა"; "დღეს სხვანაირად ფეთქვას შენი გული" _ ამ სიმღერებით ცდილობდნენ ლანჩხუთის ევგრაფი შევარდნაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე მაყურებლისთვის "სიამოვნების მინიჭებას", რომლებიც თბილისის "დინამოს" და ლანჩხუთის "გურიას" თამაშს ესწრებოდნენ.
მაყურებლის თქმით, სიმღერები თამაშის და მთლიანად სეზონის შესაბამისი იყო.
შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს, ლანჩხუთის "გურიამ" საკუთარ მოედანზე თბილისის "დინამოს" უმასპინძლა და 0:2-ით დამარცხდა. 5 წუთით ადრე, "დინამო" "გურიას" ფეხბურთელმა კოტე ხიზანეიშვილმა საკუთარ კარში გატანილი გოლით გაახარა.