https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

    უცნაური ნათება კოსმოსში – რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ვარსკვლავთშორის კომეტაზე, რომელმაც დედამიწას ჩაუარა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

უქმნის თუ არა საფრთხეს NATO-ში გაწევრიანება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

13:11; 30.11.2015
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

პროექტი "მედიის პროფესიული დეტექტორი: ფაქტები და მითები ევროკავშირის შესახებ", რომლის მიზანია საზოგადოების კვალიფიციური ინფორმირება ევროინტეგრაციის პროცესისა და დასავლური ღირებულებების შესახებ, მორიგ კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, მითი – NATO-ში გაწევრიანება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნის უსაფუძვლოა.

"გურია ნიუსი" კვლევას უცვლელად გთავახზობთ:

"საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხების ხუთეული დიდი ხანია არ შეცვლილა – ჯანდაცვის, უმუშევრობის, ეკონომიკური გამოწვევების გვერდით მოქალაქეები ყოველთვის ასახელებენ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემასაც. ამის გათვალისწინებით რუსული პროპაგანდა წლებია კულტივირებს აზრს, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს საბოლოოდ ათქმევინებს უარს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე. მცდარი დილემის ეს კონკრეტული მაგალითი განსაკუთრებით აქტუალური NATO-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ბაზის გახსნის შემდეგ გახდა. რუსული პროპაგანდის ქართველი გამხმოვანებლები პირდაპირ თუ ირიბად ამტკიცებენ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა რუსეთთან "ურთიერთობების დალაგებაზე"გადის და სწორედ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე უარის თქმის შეთხვევაში, რუსეთი საქართველოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს დაუბრუნებს.

რუსული პროპაგანდა ცდილობს ევროინტეგრაცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე საბოლოოდ უარის თქმას დაუკავშიროს. ეს მაშინ როცა NATO-სა და ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, გმობს რუსულ ოკუპაციას. რუსეთისგან განსხვავებით, ორივე გაერთიანების წევრები მთელს მსოფლიოში პარტნიორების მეშვეობით ცდილობენ არ გაიზარდოს იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებენ.

საქართველოს უახლესი ისტორია ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ერთადერთი სახელმწიფო, რუსეთი უქმნის საფრთხეს. ბოლო 25 წლის მანძილზე რუსეთის შეირაღებულ ძალებთან ბრძოლას 11 000 -ამდე საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. რუსეთი ღიად უჭერდა მხარს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტების გაღვივებას, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ კი ღიად ჩაება ბრძოლაში.

1993 წლიდან 2008 წლამდე რუსეთი დსთ-ს მანდატით მშვიდობიანი მომრიგებლის როლს ასრულებდა რეგიონში, თუმცა მისი უშუალო ხელშეწყობით სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმები აგრძელებდნენ ეთნიკურად ქართული მოსახლეობის შევიწროებას. აგვისტოს ომამდეც და ომის შემდეგაც რუსეთი ღიად ერეოდა მარიონეტი რეჟიმების ლიდერთა შერჩევაში ორივე მარიონეტული რეჟიმი დღემდე დოტაციურია, მათი შემოსავლის ძირითადი წყარო 90-იანი წლებიდან სწორედ მოსკოვიდან წამოსული ფულია. ყოველწლიურად მოსკოვი მილიარდობით რუბლს ხარჯავს, რათა მარიონეტი რეჟიმები შეინარჩუნოს. რუსეთის უშუალო ხელშეწყობით მოხდა აფხაზეთში საგანმანათლებლო სისტემის ე.წ. რეფორმა, რის შედეგადაც ქართულ მოსახლეობას სკოლებში ქართულად სწავლის უფლება ჩამოერთვათ.

საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, რუსეთმა არც ქართულ მხარეს და არც საერთაშორისო საზოგადოებას არ მისცა საშუალება აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიაზე დარჩენილი ადამიანებისთვის დროებითი სამართლებრივი სტატუსი შეეთავაზებინა – 1994 წლიდან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 25 -30 000 -ამდე რუსული პასპორტი დარიგდა. სწორედ ფორმალურად რუსეთის მოქალაქეების დაცვის საბაბით რუსეთი 2008 წლამდე ყველანაირად უშლიდა ხელს სამშვიდობო მოლაპარაკებების დასრულებას.

25 წლიანი ღია მტრობის ისტორიაში ყველაზე ცხელი წერტილი მაინც 2008 წლის ომია, 7 წლის წინ რუსეთმა ვერ მოახერხა მშვიდობიანი შუამავლის როლის თამაში და კონფლიქტში ღიად ჩაება – რუსი ჯარისკაცების აგრესიას მალევე რუსი დიპლომატების საერთაშორისო მცდელობები მოჰყვა, რაც შეიძლება მეტ ქვეყანას ეღიარებინა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიდამოუკიდებელ სახელმწიფოებად. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მთელს მსოფლიოში ეძებდა ქვეყნებს, რომლებიც მზად იყვნენ ამ გადაწყვეტილების მისაღებად – დღეს საქართველოს ტერიტორიებს დამოუკიდებელ ქვეყნებად რუსეთის გარდა მხოლოდ სამი ქვეყანა აღიარებს – ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ. ამ ქვეყნებს შორის ცოტა ხნის წინ ტუვალუც იყო თუმცა ოკეანეთის ამ სახელმწიფომ აღიარება უკან მალევე წაიღო.

ამ სამი ქვეყნიდან 2-ში -ვენესუალასა და ნიკარაგუაში- მარქსისტული რეჟიმებია დამყარებული, მესამე ოკეანეთის ჯუჯა რესპუბლიკაა, რომლის ძირითადი შემოსავალი ბოლო წლებამდე ფრინველის სკინტლისგან დამზადებული ფოსფატი იყო. ნედლეულის გათავების შემდეგ კი ნაურუმ მსგავსი აღიარებებით ვაჭრობა დაიწყო – პირველად კუნძული ჩინეთმა 130 მილიონი დოლარით დაასაჩუქრა ტაივანის აღიარების უკან წაღების სანაცვლოდ.

ჯამში რუსეთის ფედერაციას ამ ქვეყნებისგან აღიარების მოპოვება 3.25 მილიარდიდოლარი დაუჯდა – აქედან 2.2 მილიარდი დოლარი ვენესუელას გადაუხადა, 1 მილიარდი დოლარი -ნიკარაგუას, ნაურუს კი 50 მილიონი დოლარი შეხვდა.

გამოდის, რომ რუსეთის ერთ სულ მოსახლეზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებისთვის გადახდილი თანხა 22.9 დოლარია. რუსეთს ეს ფული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დღეს მცხოვრები ადამიანებისთვის რომ დაერიგებინა, თითოეულს 11, 364 დოლარი ერგებოდა.

ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მსურველთა სიმცირეს მოსკოვში დასავლეთის წნეხით ხსნიან და საუკეთესო საბჭოთა ტრადიციებით ამერიკული იმპერიალიზმის ძალადობაზე მიუთითებენ. ოკეანეთსა და სამხრეთ ამერიკაში დახარჯული რამდენიმე მილიარდი დოლარი ზღვაში წვეთია რუსეთის პოლიტიკური ელიტის მონდომებასთან, რაც შეიძლება მეტად ჩამოაშორონ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს.

ბოლო 25 წლის მანძილზე საქართველომ რამდენიმე ლიდერი გამოიცვალა – განსხვავებული იდეოლოგიის, მიზნებისა და წარსულის მქონე ადამიანებს – ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძეს, მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს- რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების სურვილი და ამაში განცდილი კრახი თუ აერთიანებთ. ლიდერები იცვლებოდნენ მოსკოვშიც – ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული გორბაჩოვი, ელცინი და პუტინი საქართველოსთან ერთსა და იმავე მტრულპოლიტიკას აგრძელებდნენ. თითოეულმა მათგანმა კი თავისი "წვლილი" შეიტანა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაში.

ხელისუფლებაში მოსვლისას საქართველოს ყველა ლიდერის პირველი მცდელობა სწორედ რუსეთთან ურთიერთობების დალაგება იყო – ზვიად გამსახურდიამ1991 წელს, ყაზბეგში მოიპატიჟა ბორის ელცინი და პირობა მიიღო, რომ დამოუკიდებელი რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს დაუჭერდა. ელცინსამ პირობის შესრულება, რაღათქმა უნდა, არც გახსენებია. ამ შეხვედრიდან მალევე რუსულმა ძალებმა ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში ომის პროვოცირებას შეუწყვეს ხელი და ქართული ჯარის წინააღმდეგ ბრძოლაში თავადაც ჩაებნენ.

დისიდენტი გამსახურდიასგან განსხვავებით ედუარდ შევარდნაძე უმაღლეს კომუნისტურ ნომენკლატურას განეკუთვნებოდა, თუმცა სწორედმასთან მოლაპარაკებების პარალელურად რუსეთმა აფხაზეთში ქართველების ეთნიკური წმენდა წამოიწყო, რის გამოც ასიათასობითქართველს სახლის მიტოვება მოუწია. საქართველოს მეორე პრეზიდენტს ჯამში სამი ტერაქტი მოუწყვეს,სამივეს უკან კი რუსეთის ხელისუფლება იდგა.

მიხეილ სააკაშვილი არც საბჭოთა დისიდენტი ყოფილა და არც ბერლინის კედლის დანგრევით გაუბრაზებია რუსი გენერლები, ამის მიუხედავად საქართველოს მესამე პრეზიდენტის სურვილს რუსეთთან ურთიერთობები დაელაგებინა, მეზობელმა აგენტურული ქსელის გაძლიერებით, აჭარაში ასლან აბაშიძის ღია მხარდაჭერითა დაოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედროთა რაოდენობის გაზრდით უპასუხა.

2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მიუხედავად ახალი მმართველი გუნდის მცდელობისა, რუსეთთან ურიერთობა დაერეგულირებინა, არც რუსეთის მცოცავი ოკუპაცია შეჩერებულა და რუს ჯარისკაცებს არცქართველი მშვიდობიანი მოსახლეების გატაცებაზე უთქვამთ უარი, მოსკოვმა კი მარიონეტ რეჟიმებთან ისეთი ხელშეკრულებები დადო, რაც მომავალში მათ საერთოდ რუსეთის ტერიტორიად გამოცხადებას შეუწყობს ხელს.

პრორუსული ძალების სურვილი რუსეთის აგრესია მხოლოდ საქართველოს ევროინტეგრაციის პასუხად გაასაღონ, საღ აზრსა და ლოგიკასაა მოკლებული. რუსეთისთვის არ ჰქონია და არ აქვს აზრი საქართველოს საგარეო ორიენტაციას – მოსკოვისათვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მას გავლენის სფეროდან ისევე არ დაუძვრეს, როგორც ეს ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა მოახერხეს. კრემლში კი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს კვლავ საქართველოს თავზე დაკიდებულ დამოკლეს იმ მახვილად განიხილავენ, რომელიც ამ ქვეყანას არასდროს არ უნდა მოაშორონ. როგორც ირკვევა, დღემდე ძალაში რჩება ამერიკელი დიპლომატისა და ისტორიკოსის ჯორჯ კენანის დაკვირვება იმის შესახებ, რომ რუსეთს შეიძლება მხოლოდ მტერი, ან მონა ჰყავდეს მეზობლად. ბუნებრივია, ჩვენს ინტერესებში არც რუსეთის მტრობა შედის და არც მისი მონობა, მაგრამ მოცემულობა ასეთია და საქართველოს მისი შეცვლა არ ხელეწიფება. ფაქტია, რომ ვერც საბჭოთა კავშირმა და ვერც რუსეთმა ვერცერთხელ ვერ გაბედეს NATO-ს წევრ რომელი ქვეყანასთან ასე ეთავხედათ. შესაბამისად, საქართველოსთვის განვითარებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა სწორედ ევროინტეგრაციაზე გადის", _ აღნიშნულია ევროკომუნიკატორის კვლევაში.

წყარო

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

კობახიძე: 2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე მატარებლით მგზავრობის დრო ნახევარი საათით შემცირდება

22:02; 24 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

ნინო წილოსანი ლილუაშვილის საქმეზე – თუ ამ ადამიანებს კორუფცია დაუდასტურდებათ, სინანულზე მეტად ბრაზი გვექნება

14:10; 24 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

რომან გოცირიძე – კობახიძის მოწოდება არის რეპრესიების გაფართოება ბიზნესსფეროში და საბჭოთა „ობეხეეს-ის“ სისტემის რეანიმაცია

13:01; 24 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

“მზია ამაღლობელსაც დავარტყამდი პანჩურს და გამოვაგდებდი, ვითომ მედიის კორიფეს…” – გია გაჩეჩილაძე

10:15; 24 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

5 და 6 იანვარი უქმედ გამოცხადდა

18:54; 23 დეკემბერი, 2025

სისხლის სამართლის გარკვეულ დანაშაულებზე მოწმეთა დაკითხვის ძველი წესი ნარჩუნდება

"რიმყოფინე 1 ლარი და 18 თეთრი" -აქცია თბილისში

ყველა სიახლე

საზოგადოება

საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს

10:40; 25.12.2025
საზოგადოება

საქართველოს რკინიგზამ მოდერნიზაციის პროექტი დაასრულა

10:23; 25.12.2025
საზოგადოება

მონაზონი თეკლა (კუბლაშვილი) დამნაშავედ იქნას ცნობილი არაერთ მძიმე დანაშაულში” – მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიამ მონაზონი თეკლა სამონაზვნო დასიდან განკვეთა

10:15; 25.12.2025
საზოგადოება

ჩოხატაურის მთავარი ნაძვის ხე დღეს აინთება _ რა ღონისძიებებს ნახავთ 25 დეკემბერს

10:07; 25.12.2025
სამართალი

“საშინელება ტრიალებს… ჯერ ერთმა ძმამ მოიკლა თავი, ახლა მეორემ, ორივე ახალგაზრდა”

23:05; 24.12.2025
ზაფრანი

საათი და პიროვნული თვისებები

22:49; 24.12.2025
ზაფრანი

როგორ მივაღწიოთ წარმატებას სამსახურში

22:34; 24.12.2025
ზაფრანი

რემონტი და …ასტროლოგია

22:23; 24.12.2025
ზაფრანი

როგორ შევარჩიოთ ძვირფასი ქვა სახელის მიხედვით

22:18; 24.12.2025
საზოგადოება

სუს-ი სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს

22:10; 24.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: 2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე მატარებლით მგზავრობის დრო ნახევარი საათით შემცირდება

22:02; 24.12.2025
ფინანსები

„ჰილს კონსტრაქშენი” ვაშლიჯვარში „კომფორტ ჰილსის” პროექტს ახორციელებს – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

18:38; 24.12.2025
ფინანსები

რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის STEM მიმართულებით?

17:35; 24.12.2025
სამართალი

ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

17:29; 24.12.2025
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

17:20; 24.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

14:50; 21.12.2025
0

,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

9:47; 21.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო