ჰამბურგში 2024 წლის ოლიმპიურ თამაშების მასპინძლობაზე უარი თქვეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ჰამბურგის მოსახლეობის ორმოცდათერთმეტ პროცენტზე მეტმა კვირას ჩატარებულ რეფერენდუმში ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზე უარი თქვა.
როგორც ცნობილია, ჰამბურგი ერთ-ერთი ქალაქი იყო რომის, პარიზის, ბუდაპეშტსა და ლოს-ანჯელესს შორის, სადაც ოლიმპიადა უნდა გამართულიყო.
გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიას ოლიმპიური თამაშებისთვის 1972 წლის შემდეგ აღარ უმასპინძლია.
ჰამბურგის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ღონისძიებაში მილიონ ევროზე მეტს დახარჯავდა, თუმცა უდიდესი მნიშვნელობა ეროვნული ხელისუფლების მიერ გაღებულ თანხას მიენიჭებოდა.
გერმანიის ოლიმპიური სპორტული კონფედერაციის ხელმძღვანელის, მაიკლ ვესპერს მიაჩნია, რომ პარიზში მომხდარმა ტერაქტმა და ასევე მიგრანტების კრიზისმა ჰამბურგელების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა მოახდინა.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სპიკერის თქმით, ქალაქმა და სპორტის განვითარებამ გერმანიაში დიდი შანსი დაკარგა.
„ჩვენ, ყველა ველოდებით 2024 წლის ოლიმპიური თამაშების საინტერესოდ ჩატარებას. ახლა დარჩენილ ოთხ ქალაქს შორის დიდი შეჯიბრი გაიმართება გამარჯვებულის გამოსავლენად,“_განაცხადა მან.
როგორც ცნობილია, ადგილი თუ სად გაიმართება 2024 წლის ოლიმპიური თამაშები 2017 წლის სექტემბერში გახდება ცნობილი.