ამერიკულმა მუსიკალურმა გამოცემამ "Billboard”"საკუთარ მკითხველებს შორის ერთგვარი გამოკითხვა ჩაატარა და თანამედროვე პოპულარული მუსიკის ყველაზე მომხიბვლელი მომღერლების ჩამონათვალი გამოაქვეყნა.
ვაჟთა შორის ამ საპატიო სიის სათავეში ადამ ლამბერტი მოექცა, ამ ჭაბუკმა რამდენიმე წლის წინ ქართული "ნიჭიერის" ამერიკულ ანალოგში იმარჯვა და ჯგუფი "Queen"-ია წევრების, როჯერ ტეილორისა და ბრაიან მეის ყურადღება მიიპყრო.
მეორე პოზიციაზე ჯგუფი "Maroon 5"-ის ლიდერი ადამ ლევინი გავიდა, მესამე საფეხურზე კი ნორჩი კანადელი მომღერალი ჯასტინ ბიბერი აღმოჩნდა.
ქალ მომღერალთა შორის ყველაზე მომხიბვლელად ამერიკელი ბრიტნი სპირსი დასახელდა. ამ ქალბატონმა ლედი გაგას მნიშვნელოვანი უპირატესობით გაასწრო. მესამე პოზიციაზე ბეიონსე განთავსდა.