საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დღეს მირებული გადაწყვეტილება "მორალური თვალსაზრისით ძალიან მძიმეა".
გირგვლიანის ტრაგედია გახდა საზოგადო, ყველა ჩვენთაგანის ტრაგედია! ამ საქმემ აჩვენა სააკაშვილის პოლიტიკური სისტემის სისასტიკე, დაუნდობლობა და ორგანიზებული დანაშაული, რომლის სათავეში იდგა სააკაშვილის პოლიტიკური გუნდი! ეს არ იყო საუბედუროდ ერთადერთი საზოგადო ტრაგედია და იყო მრავალი სხვა,სხვადასხვა სიმძიმის, მაგრმამ ტკივილმა მაშინ გაგვაერთიანა ყველა ვინც ემიჯნებოდა ძალადობრივ რეჟიმს… ირინა ენუქიძე კი საზოგადო დედა გახდა! ვინ მართალი იყო და ვინ არა მაშინ, ეს თქვა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ და განაჩენი გამოიტანა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ! ამ საქმეს აქვს ეს სამართლებრივი, პოლიტიკური და მორალური სიმძიმე! არავის უდანაშაულობის პრეზუმციას არ ვარღვევ, ახლა მხოლოდ ამ ყველა თანამდევი პროცესის მორალურ მხარეზე ვსაუბრობ და ეს მორალური სტანდარტი არის ის, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება იუსტიციის საბჭოს მიერ მიღებული- იყო სწორედ მორალური თვალსაზრისით ძალიან მძიმე!!!", _ აღნიშნავს ბესელია.