აჭარაში დიდითოვლობაა. ამ რაოდენობის თოვლი რეგიონში ბოლოს 1983 -1985 წლებში იყო.
მაშინ იმდენად უხვი თოვლი მოვიდა, რომ რკინიგზის გასაწმენდად ხელისუფლებამ მოსახლეობის ჯგუფები გამოიყვანა, სურსათის მოსახლეობასთან მისატანად კი ქუჩებში სამხედრო ტანკები გამოიყვანა.
მასალაში გამოყენებული ფოტო აჭარის სახელმწიფო არქივშია დაცული.