"გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება, რომ დიდთოვლობის გამო, ქალაქ ოზურგეთში ყოფილი საავადმყოფოს ერთ-ერთი შენობა დაინგრა.
ასევე ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დასვენებისა და კულტურის პარკში საბავშვო ატრაქციონი დაზიანდა _ ამ ინფორმაციას ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური, ხათუნა შარაძე ადასტურებს.