ფოტოზე აღბეჭდილი მამაკაცი "გურია ნიუსის" დისტრიბუტორი დემურ ვაჩეიშვილია.
ფოტო, ჩვენმა მკითხველმა თემურ ჩხიკვიშვილმა მოგვაწოდა.
_ გაზეთი მოგვიტანა ამ ამინდში, _ გვწერს ჩხიკვიშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ გურიის ბევრ სოფელში თოვლის საფარი 1 მეტრს აღწევს, ბევრ ადგილზე გზა ამ დრომდე გაუწმენდავია, "გურია ნიუსის" დღევანდელი ნომერი დისტიბუტორებმა ყველა გამომწერს სახლში უკვე მიუტანეს.