შვიდი წლის საქართველოს მოქალაქეს თურქეთის ქალაქ იზმირში დედის თირკმელი გადაუნერგეს.
თურქული მედიის ცნობით, ანდრია ხუფენიას,მის ტყუპისცალთან ერთად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები დიდი ხნის განმავლობაში ტანჯავდა.
საქართველოში მკურნალობის უშედეგოდ დასრულების შემდეგ, მედიკოსებმა გადაწყვიტეს, რომ პატარასათვის დედის თირკმლის ნაწილი გადაენერგათ. ოპერაცია რამდენიმე საათს მიმდინარეობდა, მანამდე კი ხანგძლივი დროის განმავლობაში ბავშვის დედას დონორობისთვის ამზადებდნენ.
ამ დროისათვის ანდრია თავს კარგად გრძნობს და მალე საქართველოში დაბრუნდება.
გამოყენებულია www.haberler.com -ის ინფორმაცია