წინასაახალწლოდ, რეგიონული ტელევიის _ "ტვ 25"-ის საინფორმაციო სამსახურის გათავისუფლებული თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ.
საინფორმაციო სამსახურის ყველა თანამშრომელი, 31 დეკემბერს, საინფორმაციო გამოშვების დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე, მფლობელმა დაითხოვა. თუმცა, გადაწყვეტილება მანამდე უცნობი იყო ჟურნალისტებისაგან და მათ ამ გადაწყვეტილებაზე დროული რეაგირება ვერ მოახერხეს.
ტელევიზიის მფლობელებსა და საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებს შორის კონფლიქტი მას შემდეგ წარმოიშვა, რაც საინფორმაციო გამოშვებაში ერთ-ერთი თანამშრომლის მამის დაკავების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადაღებული ვიდეოკადრები გავიდა. სწორედ ეს ფაქტი ითვლება კონფლიქტის მიზეზად, რომელმაც მფლობელსა და საინფორმაციო სამსახურის უფროსს შორის ურთიერთობა გაამწვავა.
"იმის გათვალისწინებით, რომ მასალა, რომელმაც ორ თანამშრომელს შორის კონფლიქტი წარმოშვა, ეთერში 13 დეკემბერს გავიდა, სიტყვიერი დაპირისპირება კი ფაქტს მეორე დღეს მოჰყვა, რასაც ორ თანამშრომელს შორის პირად კონფლიქტად განვიხილავთ. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენი ეთერით არაერთხელ გასულა სხვადასხვა სახის კრიტიკული მასალა ოჯახის წევრებისა და ახლობლების შესახებ და ხელმძღვანელობის მხრიდან ჩარევას ან რაიმე მითითებას ადგილი არ ჰქონია.
გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშულ შემთხვევამდე და არც მას შემდეგ დირექტორისა თუ მფლობელისაგან ჩვენს საქმიანობაში ჩარევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, არ გვაქვს საფუძველი არ დავუბრუნდეთ საქმიანობას ტელევიზიაში. დირექტორის მტკიცებით, საინფორმაციო გამოშვება "მაცნე" პირდაპირ ეთერს 11 იანვარს განაახლებს.
ვგრძნობთ რა საზოგადოების წინაშე აღებულ პასუხიმგებლობას, იმ შემთხვევაში თუ რაიმე სახით ზეწოლის მცდელობას სამომავლოდ ადგილი ექნება, ჩვენ პირველები ვიქნებით, რომლებიც ამის შესახებ საჯაროდ ვისაუბრებთ," _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც "ტვ 25" საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა თანამშრომელებმა ტელევიზიის ფეისბუქგვერდზე გაავრცელეს.
თუმცა, აღნიშნული განცხადება საინფორმაციო სამსახურის იმ თანამშრომლებს ეკუთვნის, რომლებსაც ტელევიზიაში დარჩენა სურთ და მომხდარ კონფლიქტს ორ ადამიანს შორის დავად მიიჩნევენ. ამ დროისათვის ისინი კომენტარს არ აკეთებენ და არც სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.
რაც შეეხება "ტვ25"-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილ უფროსს მაია მერკვილაძეს, იგი "გურია იგი იმ ჟურნალისტებმა გაავრცელეს, რომლებსაც ტელევიზიაში დარჩენა სურთ: "მე ფეისბუქიდან გავიგე ამ განცხადების შესახებ. თუმცა, განცხადებას ხელმომწერები არ ჰყავს. ეს ის ჟურნალისტები არიან, რომლებსაც 11 იანვარს მუშაობის განახლება სურთ. თუმცა, მანამდე სხვა პოზიციაც დააფიქსირე," _ აღნიშნა მერკვილაძემ.