იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თინა ბურჯალიანის განცხადებაზე, რომელმაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემზარავ ფაქტს უბედური შემთხვევა უწოდა კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა. მისი თქმით, ბურჯალიანმა ტერმინოლოგიური შეცდომა დაუშვა:
_ სინამდვილეში, ეს იყო არა უბედური შემთხვევა, არამედ ძალიან მძიმე დანაშაული, _ განაცხადა გაბაშვილმა.
თუმცა, გოკა გაბაშვილმა ევროსასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ევროსაბჭოს გადაწყვეტილებად მოიხსენია.
იმედია, გაბაშვილს ტერმინოლოგიას სხვები გაუსწორებენ, რადგან გირგვლიანის საქმეზე გადაწყვეტილება არა ევროსაბჭომ, არამედ ევროსასამართლომ გამოიტანა.