"გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს გურიის ბიუროს წარმომადგენელი ჟურნალისტი, ნინო ვაშალომიძე უხელმძღვანელებს. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გასულ წლის ბოლოს აქტიურად მიმდინარეობდა კონკურსი გურიაში ცენტრის ხელმძღვანელის შესარჩევად.
უკვე გაიმართატრენინგი სადაც ისაუბრეს NATO- საქართველოს თანამშრომლობის არსებულ მექანიზმებზე, მიმდინარე პროცესებსა და პერსპექტივებზე. საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ თამარ მედულაშვილმა ყურადღება ევროინტეგრაციის პროცესის გარშემო გავრცელებულ მითებზე და რეალური ფაქტების საშუალებით მათი გაქარწყლების საშუალებებზე გაამახვილა. ცენტრის თანამშრომლებს, ასევე, მიეცათ შესაძლებლობა მოესმინათ ლექცია ტერორიზმისა და მსოფლიოს თანამედროვე გამოწვევების შესახებ.
ტრენინგის ფარგლებში ახალი რეგიონული ოფისების წარმომადგენლებმა ადგილობრივ დონეზე არსებული გამოწვევების, პრობლემებისა და შესაძლებლობების შესახებ იმსჯელეს. შეხვედრის დასასრულს განიხილეს რეგიონებისთვის სამოქმედო გეგმის შედგენის პრიორიტეტები და სამომავლო საქმიანობის თავისებურებები.