თბილისი-ქუთაისის ცენტრალური მაგისტრალზე, ადიდებულმა მდინარემ თერჯოლის მიმდებარედ მოწყობილი დროებითი გზა ბოლო პერიოდის განამვლობაში უკვე მეხუთედ წაიღო.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფარსტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 206–ე კმ-ზე მდინარე ჩხარას მიერ დაზიანებული საგზაო მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და მოძრაობა რამდენიმე დღეში აღდგება.
მანამდე კი ავტოტრანსპორტის ნაკადები გადართულია ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე.
_ დაზიანებული მონაკვეთი დროებითი გზის ფუნქციას ასრულებს, რომლის მოწყობა იქვე ახალი ხიდის მშენებლობის გამო გახდა აუცილებელი. ხიდის მშენებლობა დასრულების სტადიაშია და მასზე მოძრაობა 10 დღეში გახდება შესაძლებელი.
შესაბამისად, მშენებლობის საბოლოოდ დასრულებამდე, სტიქიის განმეორების შემთხვევაში, ავტოტრანსპორტის ნაკადები ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის შემოვლითი გზის ნაცვლად ახალ ხიდზე გადაირთვება, _ აღნიშნავენ უწყებაში.