გერმანული ბუნდესლიგის წარმომადგენელმა, ტიტულოვანმა საფეხბურთო კლუბმა, სხვადასხვა ქვეყნის გულშემატკივარს შობა-ახალი წლის დღესასწაული მათ ენებზე მიულოცა. გერმანული კლუბის, დორტმუნდის „ბორუსია“-ს ოფიციალურ გვერდზე, სხვა ენებთან ერთად ქართულენოვანი მილოცვაც გამოქვეყნდა.
„დორტმუნდის ბორუსიას" ყველა ქართველ გულშემატკივარს გილოცავთ შობა-ახალ წელს“ – ნათქვამია გერმანული კლუბის განცხადებაში.
დორტმუნდის „ბორუსია“ ჩემპიონთა ლიგის (1997), საკონტინენტთაშორისო თასის (1997) და უეფას თასების თასის (1966) გამარჯვებულია. გარდა ამისა „ბორუსია“ გერმანული ბუნდესლიგის რვაგზის ჩემპიონი და გერმანიის თასის სამგზის მფლობელია.